ადამიანებს ცხოვრების განმავლობაში არცთუ ისე ბვერი დაუვიწყარი დღეს აქვთ. როდესაც დაფიქრდები და თვალს გადაავლებ განვლილ წლებს ხვდებ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღეა შენს მეხსიერებაში განსაკუთრებით რომ გახსოვს. ყველა ერთად თანხმდება, რომ ერთ-ერთი მათგანი ქორწილია. დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე შენ გეკუთვნის. დღე, როცა თავს საოცრად განსაკუთრებულად გრძნობ. განსაკუთრებულ დღეს კი გინდა ყველაფერი განსაკუთრებული იყოს. თუ თქვენ დაქორწინებას გადაწყვეტთ შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალი კომპანიის „მილანესას“ მომსახურებით, რომლის მიზანიცა ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დღე, კიდევ უფრო ლამაზი და დაუვიწყარი გახადოს. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა კომპანიის ხელმძღვანელი თათია დონაძე იმ მომსახურებისა და სერვისების შესახებ, რომელთაც „მილანესა“ სთავაზობს მომხმარებეს.
თქვენზე რომ მოგვიყვეთ, როგორ გაგიჩნდათ კომპანიის შექმნის იდეა?
– სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მსგავსი კომპანია შემექმნა. მე და დედას ამ კუთხით დიდი გამოცდილება გვაქვს. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩემი ქორწილის გაფორმების შემდეგ გადავწყვიტეთ ბიზნესად გვექცია ის საქმე, რაც ძალიან მომწონდა და კარგად გამომდიოდა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს, იმას, თუ როგორი გაფორმებულია ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა ქორწილი იქნება, დაბადების დღე, წვეულება თუ უბრალოდ პატარა საჩუქარი.ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვფიქრობ, რომ მისი გაფორმება და გალამაზება აუცილებელია. ალბათ დამეთნხმებით ქორწილი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ უკვე საქართველოშიც აქცევენ ყურადღებას თუ როგორ გამოიყურება მათი საქორწინო გარემო, როგორაა მორთული მათი მაგიდა, კაბები, ბაღი და ნებისმიერი დეტალი. დღეს გაფორმება მენიუზე მნიშვნელოვანი გახდა და ეს ძალიან მახარებს.
რამდენი ხანია, რაც თქვენი კომპანია დაარსდა?
– „მილანესა“ 4 თვეა უკვე რაც დაარსდა. და საკმაოდ ბევრი ადამიანი აკითხავს ჩვენს გვერდს. მოდიან და გვთხოვენ, გავაფორმოთ მათი ქორწილი თუ დაბადების დღე. ძალიან მიხარია, რადგან იმას ვაკეთებ რაც ძალიან მომწონს.
გარდა ქორწინების ორგანიზებისა, სხვა სახის წვეულებებსაც თუ უკეთებთ ორგანიზებას?
– მართალია, ჩვენი კომპანიის შექმნა და დაარსება ქორწილის გაფორმებას უკავშირდება. თუმცა, გარდა ქორწილებისა გაფორმებისა, გვაქვს სხვადასხვა მომსახურებები:
- 3D ბანერი, რომელიც ულამაზესია როგორც ქორწილისთვის, ასევე სხვადასხვა წვეულებებისთვის;
- შოკოლადის შადრევანი ფურშეტით;
- დაბადების დღეების გაფორმება;
- პატარებისთვის და ახალშობილებისთვის დაბადების დღის კუთხის მოწყობა;
რა არის თქვენს საქმიანობაში განსაკუთრებული, რის გამოც მისი კეთება გსიამოვნებთ?
– ჩვენ ყოველი ქორწილისთვის ვქმნით ახალ დეკორაციას. ერთი და იგივე დეკორაცია არ მიგქვავს სხვადასხვა ქორწილში, ამიტომ მომხმარებელს ჩვენთან შეკვეთისას აქვს გარანტია, რომ იგივე დეკორაციას სხვის ქორწილში არ იხილავს. ეს კი მათ ქორწილს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ამას გარდა ვცდილობთ, ყველა დეტალზე ვიზრუნოთ ყურადღებით, ყველა წვრილმანი გავაფორმოთ, რადგან სრულყოფილება სწორედაც რომ დეტალებშია.
– თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ინდივიდუალურად ვქმნით ყოველი ქორწილისთვის დეკორაციებს, ვფიქრობ, ფასები ხელმისაწვდომია. დეკორაციების მიხედვით ფასები განსხვავებულია,ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ყვავილებზე, სეზონზე და კიდევ სხვა ბევრ დეტალზე. თუმცა შეგვიძლია კლიენტის შესაძლებლობების ფარგლებშიც ჩავეტიოთ და გავუკეთოთ მისთვის მატერიალურად ხელმისაწვდომი შეთავაზება. არ არის აუცილებელი რომ 4000 და 5000 ათასი ლარი გადაიხადო იმისათვის რომ უალამაზესი ქორწილი გქონდეს.
რას გეგმავთ მომავალში, აპირებთ თუ არა გაფართოებას?
– გვინდა, რომ პირველ რიგში ცნობადობა გავაფართოვოთ კიდევ უფრო მეტად. თუმცა საკმაოდ აქტიურია უკვე ჩვენი გვერდი და შეკვეთებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტი პატარძალი დაგვიკავშირდება და მოისურვებს მათი ქორწილი ჯადოსნურ დღედ იქცეს.
მარიამ ლეკიაშვილი