„საქმეში არსებობს თითის ანაბეჭდი და „დე ენ ემ“–ის ნიმუშები, ამ მკვლელობის გახსნა მხოლოდ ამ ნიმუშების დამთხვევით შეიძლება.ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულება, მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენება იყო“. ამის შესახებ, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ გია გვიჩიანმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. გვიჩიანი „თელასის“ ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში იყო ბრალდებული.
„2006 წლის 26 იანვარს სანდრო გირგვლიანი მოკლეს, მკვლელობის გახმაურების შემდეგ სახელმწიფო ხელისუფლება კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ისინი იძულებულები იყვნენ, რომ თუნდაც სანახევროდ გაეხსნათ მკვლელობა და მიეჩქმალათ შემკვეთების როლი. ამის გადაფარვა მნიშვნელოვანი ფაქტით სჭირდებოდათ, რომ მიექციათ საზოგადოების ყურადღება. 6 მარტს ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმეს მიაცემინეს ჩვენება, 7 მარტს დაახლოებით 200 პოლიციელი მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში.
შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ გახსნეს შეკვეთილი მკვლელობა, დააკავეს მაღალი თანამდებობის პირი ჩემი სახით, ამბობდნენ „დავაკავეთ ჩვენიიანი“. იმის გამო, რომ მერაბიშვილს არ დაეტოვებინა თანამდებობა, საზოგადოების მოთხოვნას, რომ გაეწირათ უახლოესი გარემოცვის წევრები, ჩემი დაპატიმრებით უპასუხეს,“–განაცხადა გია გვიჩიანმა.
მანანა ღოღობერიძე