მსოფლიოში ერთი ქვეყნიდან მეორეში ადამიანთა უპრეცედენტო რაოდენობა გადაადგილდება, მკვლევარების აზრით, ეს რიცხვი თანდათან უფრო იზრდება. საერთაშორისო ფრენების დროს მგზავრების რაოდენობა 1950 წლიდან 2016 წლამდე, 25 მილიონიდან 1,2 მილიარდამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის კი მოსალოდნელია 2 მილიარდამდე გაზრდა.
რაც არ უნდა იყოს, გეოპოლიტიკური სიტუაცია მუდმივად იცვლება და ჩვენ ნაციონალისტური რიტორიკისა და ტერიროსიტული თავდასხმების მომსწრენი ვხვდებით. თუმცა ქვეყნების მხრიდან ტურისტებისთვის აკრძალვები მაინც არ ითვლება ხელშესახებ გამოსავალად იმისთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვალოს. რაც ჩვენ გვჭირდება არის ჭკვიანური გლობალური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც გვექნება ერთიანი უსაფთხო საინფორმაციო სისტემა. მსოფლიო ლიდერებს სჭირდებათ, რომ იფიქრონ მეტად ფუნდამენტურად ამ საკითხის შესახებ, იპოვონ ინოვაციური გზები, რომ ხალხმა თავისუფლად იმოგზაუროს და გადაკვეთოს საზღვრები.
ბოლო ათეულ წლებში ჩვენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევები გვქონდა, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოიხატა მოგზაურობის,როგორც სერვისის გაუმჯობესებს პროცესში. ციფრულ ერაში ეს შესაძლებელია.
როგორც ცხრილში ჩანს 2030 წლისთვის ყველაზე მეტი 157%-ით ტურისტების ზრდა არის მოსალოდნელი აფრიკის კონტინენტზე, თუ 2015 წლისთვის ამ რეგიონში დაფიქსირებულია 35 მილიონი ტრისტი, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 90 მილიონს მიაღწევს. ასევე მაღალი პროცენტული რაოდენობა გვაქვს შუა აღმოსავლეთის შემთხვევაშიც, 125%-ით იზრდება ამ რეგიონში ტურისტების რაოდენობა, 36 მილიონიდან 81 მილიონამდე. აზია წყნარ ოკეანეთში 2015 წელს 290 მილიონი ტურისტი სტუმრობდა, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 541 მილიონი გახდება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურიზმი ერთ-ერთი დიდი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომლის განვითარებაც ქვეყნებში დამოკიდებულია შიდა სტაბილურობაზე, უსაფრთხო გარემოსა და ეკონომიკური განვითარების მისაღებ დონეზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც,რომ ამ ინდუსტრიას შეუძლია ქვეყნებში მშვიდობისა და განვითარების გამყარებას შეუწყოს ხელი. სამუშაო ადგილები შექმნას, შემოსავლები გაზარდოს, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, დაიცვას გარემო. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობა და ტექნოლოგიები ქვეყნებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარების საშუალებას უნდა აძლევდნენ.
ტურიზმის განვითარებას იმ უპირატესობებთან ერთად,რაზეც ვისაუბრეთ ბუნებრივია უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგალითად ტერორიზმი და დაავადებების გავრცელების საფრთხე. ასევე საინტერესო ფაქტონია უცოელი ინვესტორის მიერ მოგების მოკლევადიანი პერიოდით ინტერესი, რაც არ ითვალისწინებს ქვეყნის გრძელვადიანი მყარი განვითარების ინტერესს. ასეთი მიდგომის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოებმა ეკოტურიზმის სფეროში მონიტორინგი უნდა დააწესონ განხორციელებულ ინვესტიციებზე.
საინტერესოა ასევე ეკოტურიზმის საკითხიც, ეკოტურისტების ინტერესის სფერო მოგეხსენებათ ველური ბუნებაა, სხვადასხვა სახის ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები, ეკოტურისტებად ძირითადად გვევლინებიან მეცნიერები, მკვლევარები, საგანმანათლებლო ტურების ორგანიზატორები.
მსოფლიო მშვიდობის ინდექსის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2016 წელს ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ისლანდია, დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, ჩეხეთი, შვეიცარია,კანადა, იაპონია და სლოვენია.
ნათია კეკენაძე