„გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ხანდახან საქმეს საერთოდ არ აკეთებდა, მაგრამ წარდგენა შეეძლო ძალიან კარგად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე კარგად კეთდება ბევრი მიმართულებით და ნაკლები ყურადღება ექცევა მარკეტინგს“. მთავრობის გუნდში ახალი თანამდებობის მინიჭებაზე, განათლების მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე–პრემიერია და საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკაზე იმუშავებს.
„რაიმეს გაძლიერება პრობლემების აღიარებას არ ნიშნავს, ეს უფრო მისი მნიშვნელობის ხაზგასმას ნიშნავს. კოორდინაციის გაძლიერება არის საზოგადოებრივი დაკვეთა. კომპანიებს ჰყავთ ფინანსური მენეჯერები და ფინანსური დირექტორები, გადაცემებს ჰყავს პროდიუსერი, მაგრამ კომპანიას მაინც ჰყავს დირექტორები.
ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, შემიძლია ჩემს კოლეგებთან კომუნიკაცია თანაბარ დონეზე, მენეჯერული წესების გათვალისწინებით ეს გამართლებულია.ოპოზიციის მხრიდან ხარჯების გაბერვაზე გულისწუხილი სასაცილოდ მეჩვენება. ეს ხარჯებს არ ზრდის და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას პირიქით გააუმჯობესებს,”–განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მანანა ღოღობერიძე