ბერლინალე 2017 – რიგით 67-ე კინოფესტივალი და წარმოდგენილი ფილმები კრიტიკოსებმა უკვე შეაფასეს,როგორც საუკეთესო და სრულიად გამორჩეული წელი. ბერლინალეს რვა კაციანი ჟიურის თავმჯდომარე ჰოლანდიელი რეჟისორი პოლ ვერჰოვენია.
კინოფესტივალი ყოველი წლის თებერვალში ტარდება და 80-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, კრიტიკოსებისა და სპეციალისტების რაოდენობა 15 ათასამდე აღწევს. ფესტივალი პირველად 1951 წელს ჩატარდა, თავდაპირველად იგი ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაიტანეს.
ბერლინალეზე საუკეთესო ფილმი ოქროს დათვით ჯილდოვდება, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვი.
წელს წარმოდგენილი 399 ფილმიდან ცნობილი გამოცემა Taste of Cinema ჟურნალისტებისა და სპეციალისტებზე დაყრდნობით, გვთავაზობს 10 საუკეთესოს, მათ შორისაა რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“. ფილმის სცენარი 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება. „მძევლები“ საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს.
- Insyriated, ბელგია;
- Hostages, საქართველო;
- A Fantastic Woman, ჩილე;
- Wild Mouse, ავსტრია;
- The Party, დიდი ბრიტანეთი;
- God’s Own Country, დიდი ბრიტანეთი;
- Animals, შვეიცარია;
- Ana, Mon Amour, რუმინეთი;
- The Other Side of Hope, ფინეთი;
- Colo, პორტუგალია.
ნათია კეკენაძე