„დავით დვალი დირექტორობის ერთ–ერთი პირველი კანდიდატია. ბოლო შეხვედრის დროს დვალმა მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარი თქვა,თუმცა მისი პირდაპირი ეთერი ჩემთვის სიურპრიზი იყო. მგონია, რომ მან გადაიფიქრა და თანახმაა, რომ მართოს ტელეკომპანია“. ამის შესახებ ბიზნესმენმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის უკვე 100%–იანი წილების მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა „ტვ პირველის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა.
„გვარამიასთან დაკავშირებით რომელიმე ცვლილების გატარების, არავითარი გეგმა არ მაქვს. ძალიან დაბალი შანსია, რომ ის დარჩეს დირექტორად. ნიკა გვარამიასთვის პიროვნულად შეუთავსებელი ადამიანი ვარ და ვერ ითანამშრომლებს ჩემთან.მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილი და არ ვაპირებ მის გამოკვებას პოლიტიკური ტელევიზიით. ჩემს ხელში არხი არ შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც დღეს აქვს, არ იქნება აგიტატორი. მე გაცილებით ნაკლებად ვარ დამოკიდებული ივანიშვილზე ან ოცნებაზე, ვიდრე გვარამია არის დამოკიდებული სააკაშვილზე.
შევეცდები წარსულში დაშვებული შეცდომები გამოვისყიდო. მე ვარ ბიზნესმენი,კომერსანტი და მინდა ბიზნესის გაფართოვება. ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის,რომ დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი“.
წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შემოთავაზების შემთხვევაში, ტელეკომპანიის ბიძინა ივანიშვილზე გასხვისება, ბიზნესმენმა უპასუხა:
„მახსოვს პერიოდი,როდესაც პატარკაციშვილს სთავაზობდნენ რკინიგზას ტელევიზიის სანაცვლოდ. ყველაფერი ფული არ არის, ყველაზე ცნობილი ადამიანები ცნობილები არიან იმით, რომ ბევრს არ იხდიან, ამიტომ ეს გამორიცხულია“.
მანანა ღოღობერიძე