BBC-ის ინფორმაციით, ინგლისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 100 ავტომანქანა დაზიანდა, ხოლო 8 ადამაინი მძიმედ დაშავდა, ათობით ადამიანმა კი მიიღო ტრავმები.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საავტომობილო ხიდზე, რომელიც კუნძულ „შეპის“ ძირითად „კენტის“ საგრაფოსთან აკავშირებს. ინციდენტის ტერიტორიაზე ამჟამად მოძრაობა აკრძალულია.
ასეთი დიდი მასშტაბის ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდშე საძლებელია იყოს ძლიერი ნისლი.
ჯერ-ჯერობით მაშველებმა მანქანებში ჩარჩენილი 5 ადამიანის გათავისუფლება მოახერხეს.
აჩიკო კერესელიძე
06.09.13