„საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არავინ კამათობს,რომ მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ. ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მორგებული არბიტრის, და არა რომელიმე ხელისუფლების შტოს როლი“. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.
„შემდეგი არჩევნები, იმისათვის,რომ სპეკულაციები არ მოჰყვეს და ყველა აზრს ვცეთ პატივი, ისევ პირდაპირი წესით ჩატარდება. მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც იურიდიულად გამართულია და საპარლამენტო მოწყობის წესს შეესაბამება. არავინ უნდა მიიღოს ისე, თითქოს ვიღაცას გაუბრაზდნენ. თუ ჩვენი შეთავაზებიდან ვერ მივიღეთ ის სარგებელი რაც ქვეყანას აწყობს, მაშინ ჩვენ რეალურად გამოვდივართ იურიდიული მოცემულობიდან.
თუ ყველაფერ ამას მაინც მოჰყვება სპეკულაციები, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა,რომ პირდაპირ გადავალთ არაპირდაპირი წესით არჩევაზე და ეს არავის უნდა გაუკვირდეს. არ არსებობს იურისტი,რომელიც იტყვის, რომ საპარლამენტო მოწყობის პირობებში არ შეიძლება აირჩიონ პრეზიდენტი. როდესაც მას ხალხი პირდაპირ ირჩევს, ლეგიტიმაცია და კანონი იმდენად შეუსაბამო და ალოგიკურია ერთმანეთთან, თუმცა ამაზე არავინ დაობს. ვერ ვხედავთ არგუმენტების იურიდიულ კრიტიკას,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანანა ღოღობერიძე