6-8 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი ეწვევა.
როგორც „თბილისი თაიმსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბერძენ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი გამოფენა გაიხსნება.
ნიკოს კოძიასი აგრეთვე შეხვდება უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.