ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ავრცელებს.
”გავიმარჯვეთ! გაგრძელდა დროებითი ღონისძიება უვადოდ!”, – წერს გვარამია.