მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვთავაზობს ინტერვიუდან ნაწყვეტს კომპანია „ვირჯინ გალაქტიკის“ აღმასრულებელი დირექტორთან ჯორჯ ვაითსაიდთან.
კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, რობოტები სხდებიან მარსზე და აგზავნიან ინფორმაციას დედამიწაზე, ყოველდღიურად ვიღებთ სიახლეებს ახალი რევოლუციური აღმოჩენების შესახებ. ჯორჯ ვაითსაიდი ინტერვიუში საუბრობს ტექნოლოგიების განვითარების შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
როგორ შეაფასებთ, კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების პროცესს?
ჩვენ,დღესდღეობით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით. ეს ნამდვილად ამაღელვებელია. ელვის სისწრაფით იცვლება მიდგომები ტექნოლოგიების ინოვაციურობასთან დაკავშირებით, ჩვენ მალე ვიქნებით მომსწრენი იმის, რაზეც სულ რამდენი წლის წინ ოცნებასაც კი ვერ გავბედავდით.
მაგალითად, „მინიატურიზაციის“ ძალამ დიდი ზეგავლეა მოახდინა სატელიტების შექმნაზე. პატარა მოწყობილობებზე მუშაობა მარტივი და მოსახერხებელია. პატარა სატელიტების კონსტელაციის პროცესმა ხელი შეუწყო არსებული და ახალი შესაძლებლობების დასახვას მცირე დანახარჯებით.
კოსმოსის კვლევა დღეს გლობალური პროცესია. კვლევაში ჩართულნი არიან სახელმწიფოები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის ამ პროცესში მაინც ისაა, რომ კაცობრიობა საერთო ძალისხმებით ეძებს გზას მომავლისკენ. კოსმოსის კვლევა საშუალებას იძლევა, რომ ქვეყნებს შორის იყოს მეტი ინტეგრაცია, კოოპერაცია და ერთობლივი მოქმედებები. კაცობრიობა ამ ყველაფერს ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისთვის აკეთებს.
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი პლანეტა დედამიწა კოსმოსური სადგურია. კოსმოსური ტექნოლოგიები გვეხმარებიან გავიგოთ, თუ როგორია ჩვენი „მშობლიური სადგური“. მათი მეშვეობით ვიგებთ ამინდის პროგნოზსს, თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ და დაცულად.
Global Future Council-მა დაარსა ჯგუფი, სადაც თავს იყრიან წამყვანი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი ცდილობენ, რომ კოსმოსის კვლევა იყოს მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესისთვის, სახელმწიფოსთვისა და მეცნიერებისთვის. დღის წესრიგში დგას ასევე კოსმოსში საკუთრების უფლებების საკითხიც.
მდგრადი განვითარების შესახებ უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ , კონკრეტულად რისი საჭიროება დგას კოსმოსში?
მდგრადი განვითარება მართლაც ერთ-ერთი გადამწყვეტი და კრიტიკული საკითხია კოსმოსის კვლევის პროცესში. როდესაც ვსაუბრობთ მდგრად განვითარებაზე კოსმოსში, მის მიღმა ბევრ მნიშვნელოვან და განსხვავებულ საკითხს მოვიაზრებთ.
კოსმოსი ერთი, რომელიმე ქვეყნის საკუთრება არ არის და მასზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად გვაკისრია. კოსმოსში დღეს მწვავე პრობლემა დგას და იგი კოსმოსურ ნარჩენებს ეხება. ისევე როგორც დედამიწაზე გვაწუხებს გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მნიშვნელოვანია კოსმოსისთვის ნარჩენებისგან განთავისუფლების პროცესი. ისინი ძველი თანამგზავრების, მათი აღწურვილობებისა და რაკეტების ნარჩენებია.იყო შემთხვევები,როდესაც მათ კოსმოსურ ხომალდებს ძალიან ახლოს ჩაუარეს, შეუქმნეს საფრთხე კოსმონავტების სიცოცხლეს და ა.შ.
2030 წლის პერსპექტივები?
სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის მომავლისთვის.
მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვლილია. ნებისმიერ დეტალზე საუბარი პლანეტარული პესპექტივიდან უნდა დავიწყოთ. კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, ჩვენ არათუ კოსმოსის კვლევის ხარისხს გავაუმჯობესებთ, არამედ დედამიწაზე შევქმნით უფრო კომფორტულ გარემოს და შევძლებთ ვამოგზაუროთ ადამიანები პლანეტის გარშემო. შესაძლებელია,რომ გვქონდეს კოსმოსური მოგზაურობები მთვარესა და მარსზე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თან ძალიან მალე.
თუ ადევნებდით უკანასკნელ მოვლენებს თვალყურს, არ გამოგრჩებოდათ,რომ ნასა-ს მეცნიერებმა ისიც კი დაგეგმეს, რომ მარსს ატმოსფერო დაუბრუნონ და ეს პლანეტა სიცოცხლისთვის ვარგისი გახადონ. ეს გიგანტური მაგნიტური ფარის მეშვეობით მოხდება, რომელიც მარსს მზის ქარებისგან დაიცავს და პლანეტის ატმოსფეროს აღადგენს. რის შედეგადაც მოხდება მარსის გარემოს ტერაფორმირება, რაც პლანეტაზე წყალს გააჩენს.
შეგახსენებთ, რომ კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად იაპონიამ სპეციალური კოლექტორი გაუშვა. ჩვენი პლანეტის გარშემო 100 მილიონზე მეტი სხვადასხვა ნარჩენი დასრიალებს. იაპონური ელექტროდინამიკური თოკი ნაგვის შეგროვების მიზნით დაამზადეს. კაცობრიობა კოსმოსს 50 წელია რაც იკვლევს, კვლევების შედეგად დაგროვილი ნარჩენები ამ კოლექტორმა დედამიწის ატმოსფეროში უნდა ჩაიყვანოს, სადაც ისინი უსაფრთხოდ, ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან ძალიან მაღლა დაიწვება (ავტ.).
ნათია კეკენაძე