ბათუმში აქციაზე დაკავებული პირები გუშინ, დღის ბოლოს, გაათავისუფლეს. მათ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ეტაპობრივად დატოვეს.
შენობასთან შეკრებილი იყვნენ მათი ახლობლებიც და ის მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებდნენ.
პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრიც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.