„ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ ცდილობს ვითარების დაძაბვას, პროვოცირებას ყველა შესაძლო სიტუაციაში. მათთვის ასეთი არეულობის სცენარის სათავისოდ გამოყენება, იოლი წარმოსადგენია“. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედის დროს“ ეთერში ისაუბრა.
„სისხლის სამართალი ადამიანებს აზრის, ფიქრის და გონებაში გაჩენილი ბევრი უკეთური სურვილის გამო ვერ დასჯის,ეს არის ქმედების სამართალი. თუ კონკრეტული ავი ზრახვა აქვთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, თუ არ გამოვლინდა, ისე ვერ დასჯი.
ყველასთვის მძიმე ღამე იყო როგორც ადამიანურად, ემოციურად, პასუხისმგებლობის თავლსაზრისით,რომ სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო და ცდომილება არ ყოფილიყო დაშვებული. ოპონენტებს არ ესიამოვნათ,რომ მათ პარალელი ვერ გაავლეს იმ კადრებს შორის,რომელიც გუშინ ხელისუფლების რეაგირების მხრიდან გამოყენებული ძალით შეიქმნა და იმ კადრებს შორის,რომელიც მათი მმართველობის დროს იყო საკმაოდ მძიმე.
როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოჰყავს სპეცრაზმი, ყოველთვის არის რისკი, რომ ამას შესაძლოა მოჰყვეს მსხვერპლი. ეს შეიძლება მოხდეს ჭყლეტვაში, გაუფრთხილებლად, ამიტომ ხელისუფლება,რომლისთვისაც ღირებულია საკუთარი მოქალაქე, უნდა გაუფრთხილდეს მას. ამიტომ აბსოლუტურად გასაგები იყო ხელისუფლების სიფრთხილე ბოლო წამამდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მანანა ღოღობერიძე