„აქციამ მიიღო კრიმინალური სახე. ცდილობენ დააბრალონ ხან ვის და ხან ვის, ამაში გამოცდილები არიან. რთულია საზოგადოებამ დაიჯეროს აბსურდული ბრალდებები, თითქოს დესტაბილიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სურდა“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა ცოტნე ანანიძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ერთმნიშვნელოვნად არის შეთანხმებული იმაზე,რომ აღნიშნული ფაქტი უნდა იყოს სიღრმისეულად გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესი სანქციებით დაისაჯონ. ეს იქნება პრევენცია,რომ მსგავს გამოვლინებებს ადგილი აღარ ჰქონდეს.
ეს არ იყო პროტესტის გამოვლენა, ჩვენ ბევრი მრავალათასიანი აქცია გვინახავს, მაგრამ მსგავსი შედეგებით არც ერთი დასრულებულა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ ტემპერატურის წამოწევას. ამის გაკეთება ისეთ აქციაზე, როემლზეც ისედაც არის აგრესია, ნიშნავს თანამონაწილეობას. ობიექტური ფაქტები მეტყველებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქ იმყოფებოდნენ“ , – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
მანანა ღოღობერიძე