საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონშიიმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს “ისლამური სახელმწიფოს“წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთამინისტრების დონეზე იმართება.
მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნისსაგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.
მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ “ისლამური სახელმწიფოდან ” მომდინარესაფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა დასტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველიმინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამურისახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდანგამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე აშშ-სანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგებლებთან.
გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებსშეხვდება.