ეგვიპტის დამხობილი ექს-პრეზიდენტის მურსის მხარდამჭერები კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ და გააპროტესტეს სამხედრო ხელისუფლება.
მიღებული ცნობებით ქალაქ ალექსანდრიაში და დიმიათში ლოკალური შეტაკება მოხდა მურსის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და დაიღუპა 2 კაცი, ათობით კი დაშავდა.
დედაქალაქ კაიროში მურსის მხარდამჭერთა მთავარ ცენტრს პრეზიდენტის რეზიდენციის წინა მოედანი წარმოადგენს, თუმცა საპროტესტო გამოსვლები სხვა ადგილებშიც გრძელდება.
ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას ”მუსლიმან ძმებზე” და გუშინ მათი კიდევ 14 აქტივისტი დააკავა.
09.09.13