გერმანიიდან მიღებული ცნობით, ბერლინში მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ადოლფ ჰიტლერის დაცვის წევრი როჰუს მიში.
როჰუსი მიში 1940-45 წლებში ჰიტლერის პირად კურიერი და ტელეფონის ოპერატორი იყო. მასთან იგი იყო ჰიტლერის და მისი მეუღლის ევა ბრაუნის თვითმკვლელობების თვითმხილველი.
2009 წელს მიშმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ჰიტლერის ჯარისკაცი“, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი იმ დროის მოვლენები.
09.09.13