ავსტრალიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგები ცნობილია, მისი მიხედვით გაიმარჯვეს ოპოზიციაში მყოფმა ლიბერალებმა და ეროვნულმა კოალიციამ, რომლებმაც 150 ადგილიან პარლამენტში 90 ადგილი გაინაღდეს.
ასე რომ, ავსტრალიის რიგით 28-ე პრემიერ-მინისტრი გახდება კოალიციის ლიდერი ტონნი აბბოტი.
მმართველმა მუშათა პარტიამ მხოლოდ 55 ადგილის მოპოვება შეძლო და ამიერიდან მომავალი 3 წლის განმავლობაში ოპოზიციაში იქნება, თუმცა როგორც განაცხადა პარტიის ლიდერმა და პრემიერმა კევინ რუდდმა, იგი აღარ გააგრძელებს პარტიის ლიდერობას.
09.09.13