„ეს არის ჭიქა წყალში ქარიშხლის მოწყობის მცდელობა. რეალურად ასეთ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გარკვეული ინიციატივები ცხადია არსებობს, ინიციატივებს ვერ დავუშლით ჩვენ არსებობას“. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,დავით მათიკაშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ეთერში ისაუბრა.
„იმისთვის, რომ ეს ინიციატივა წესად გადაიქცეს და კანონში შესაბამისად აისახოს, ამისთვის საჭიროა, რომ გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი დაფიქრება, აწონ-დაწონვა ყველა ნიუანსის და ისე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება. თუკი იქნება მსჯელობა და კონსულტაციები, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რეჟიმი. დღის წესრიგში ინიციატივებიდან გამომდინარე დგება.
საქართველო რეფორმების გზით მიდის და ევროპასთან დღეს რომ არის ახლოს, არასოდეს ყოფილა. ამიტომ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხელისუფლების მიერ, მითუმეტეს თვითმმართველობებთან დაკავშირებით მიღებული, ამ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში და გათვალისწინებული იქნება ყველა ნიუანსი. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა,რომ ეს არის დასაფიქრებელი საკითხი, მსჯელობაა საჭიროა და შესაბამისი გადაწყვეტილება შემდეგ იქნება მიღებული“ , – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე