მათი ინფორმაციით, სააგენტო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს ახორციელებს. ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს.
სააგენტოს რეკომენდაციით, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გაიაროს. რის შედეგად ბაღებსა და სკოლებში შემცირდება საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი და უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება.