2017 წლის მარტში FORBES-მა გაგვაცნო ის ადამიანები, რომელთა ქონებაც ათეულ მილიარდებს აჭარბებს. სიის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რიცხვი 2 ათასს აჭარბებს. ფორბსი დაინტერესდა იმ ქალაქებით, სადაც მილიარდელები ცხოვრობენ.
სიაში პირველ ადგილს იკავებს ნიუ-იორკი. ქალაქში 82 მილიარდელი ცხოვრობს და ჯამში მათი ქონება $397,9 მილიარდია. ყველაზე მდიდარი ნიუ-იორკში ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი დეივიდ კოჰია ($48,3 მილიარდი).
რიგით მეორე ქალაქი ჰონგ-კონგია. ქალაქში 75 მილიარდელი ცხოვრობს, ქონების ჯამური რაოდენობა $297,8 მილიარდია. ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიზნეს მაგნატი ლი კაი შინგია, რომლის ქონებაც $31 მილიარდია.
მოსკოვი სიაში მესამე ადგილს იკავებს, იქ მცხოვრები 73 მილიარდელით. ჯამში მათი ქონება $297 მილიარდს აღწევს. ყველაზე მდიდარ მცხოვრებად „ნოვატეკის“ მეწილე და ბიზნესმენი ლეონიდ მიხელსონი ითვლება, $18,4 მილიარდი ქონებით.
პეკინი რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც 54 მილიარდელი ცხოვრობს. ყველაზე მდიდარი მათ შორის ვონგ ჯიანლინია,რომელმაც ვოლტ დისნეის მსგავსი პარკი გახსნა ჯიანჩის პროვინციაში და წარმოუდგენლად დიდი მოგება ნახა. მისი ქონება $31,3 მილიარდს შეადგენს.
მე-5 სიაში ლონდონია. ბრიტანეთის დედაქალაქში ზუსტად 50 მილიარდელი ცხოვრობს. მათი ქონების ჯამური რაოდენობა $217 მილიარდია, მათ შორის ყველაზე მეტი $20 მილიარდი წარმოშობით უკრაინელი ლენ ბლავატნიკის საკუთრებაშია.
მუმბაი ქალაქებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. ამ ქალაქში ცხოვრობს მუქეშ ამბანი, ინდოელი ბიზნესმენი, მას ამ ქალაქში მცხოვრებ დანარენ 40 მილიარდელს შორის ყველაზე მეტი $23 მილიარდი აქვს. ამბანი 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც ფორბსი მილიარდელების სიას აქვეყნებს, მუდმივად ამყარებს სიაში თავის პოზიციებს. მისი კომპანიის მიერ გამოშვებულ მე-4 თაობის მობილური ტელეფონის სერვისს JIO 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მე-7 ადგილი შანხაიმ დაიკავა. ქალაქში 40 მილიარდელი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მდიდარი აგრო-ბიზნესმენი ლიუ იონგშინგია, რომლის ქონება ექვს მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. მე-8 ადგილს იკავებს სეული. სეულში 37 მილიარდელი ცხოვრობს. მათი ქონების ჯამური რაოდენობა 91,4 მილიარდი აშშ დოლარია. ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი კომპანია სამსუნგის მეწილე კუნ ჰი ლია.
შენჭენი მე-9 ადგილს იკავებს ამ სიაში. ამ ქალაქში 35 მილიარდელი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მდიდარი მა ჰუატენგია. ქალაში მცხოვრები 35 მილიარდელიდან, 6 მათგანი ახალ მცხოვრებად ითვლება, მათმა კომპანიებმა დიდი ინვესტიციები ჩადეს ამ ქალაქში.
მე-10 ქალაქი სან-ფრანცისკოა. 32 მილიარდელის ქონების ჯამური რაოდენობა 86,6 მილიარდი აშშ დოლარია. ყველაზე მდიდარი ადამიანი სან ფრანცისკოში დასტინ მოსკოვიტზია $10,7 მილიარდი ქონებით. მან მარკ ცუკერბერგთან, ედუარდო სავერინთან, ენდრიუ მაქოლუმთან და ქრის ჰიუჯთან ერთად ფეისბუქი დაარსა.
ნათია კეკენაძე