30 მარტს სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორმა ბენ კარდინმა (დემოკრატიულიპარტია) აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (S. Res. 106) წარადგინეს.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე რუსეთისმიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურქმედებებს.
სენატში რეზოლუციის წარდგენისას, სენატორმა უიკერმა (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისკომისიის (ჰელსინკის კომისია) თავმჯდომარემ) აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია ცდილობსსაქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. დროა აშშ-მა კიდევ ერთხელ, მკაფიოდაჩვენოს, რომ ჩვენ (აშშ) არ ვცნობთ რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების მიტაცებას. რუსეთმა უნდაშეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, საქართველოდან გაიყვანოს მისი ჯარებიდა საერთაშორისო მონიტორებსა და ჰუმანიტარული დახმარების პერსონალს მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეშესვლის შესაძლებლობა.“
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, სენატორი კარდინის განცხადებით, „რუსეთისმიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა რუსეთის მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების უხეშდარღვევას და პუტინის რეჟიმის მიერ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ნორმებისა და დემოკრატიულიფასეულობების ხელყოფის ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც აშშ და ჩვენი (აშშ-ის) მოკავშირეები მტკიცედ უნდა აღუდგნენწინ. საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში უფრო ღრმა ინტეგრაციისმიმართულებით განაგრძობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მაგალითად, ახლახანს საქართველომ ევროკავშირთანუვიზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.“
სენატის რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლისგანმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ზოგადად, საქართველოსადმი, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესისორივე პალატაში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას.
სენატში წარდგენილი რეზოლუციის შემდგომი ეტაპი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მისი განხილვაა, რისშემდეგაც რეზოლუციის პროექტს სენატის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.