6 აპრილს ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.
ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეების ბაზაზე 2 ჯგუფი დაკომპლექტდა. ქართულ ენას პირველიდან მეექვსე კლასისჩათვლით, სულ 14 ქართველი მოსწავლე შეისწავლის. სასწავლო პროცესს წარმართავენ ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდანშერჩეული მასწავლებლები.
ქართული ენის გაკვეთილები, კვირაში ორჯერ, სატესტო რეჟიმში ჩატარდება აპრილ-მაისის პერიოდში. პროგრამა სრულად ამოქმედდება მ. წ. სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად.
პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთანშეთანხმების საფუძველზე, განიხილება ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენისსაპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც.
საქართველოს საელჩომ ქართული ენის სასწავლო პროგრამა შესაბამისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყო.