„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ 2017 წლის 1ლი კვარტალის ანგარიშებს აქვეყნებს. „თბილისი თაიმსი“ თითოეული კრიტერიუმისა და მასში მოწინავე,თუ ნაკლები მიღწევების მქონე ქვეყნების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ 1971 წელს შეიქმნა. შექმნის დღედ ჟენევაში ჩატარებული სიმპოზიუმი მიიჩნევა,სადაც ევროპის 400-მდე წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. დღევანდელი სახელი 1986 წლის შემდეგ დაერქვა, მანამდე ფორუმი ცნობილი იყო,როგორც „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი“. ფორუმის თემატიკა შეხვედრიდან შეხვედრამდე ახლდება.
ეკონომიკური ფორუმი დღესდღეობით მსოფლიოს უმთავრეს ღონისძიებად მიიჩნევა. შეხვედრები სამთო-სათხილამურო კურორტ დავსოსში მიმდინარეობს. ფორუმის ძირითადი მიზანი არაფორმალურ გარემოში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემის განხილვაა. შეხვედრებთან ერთად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველთვიურად სხვადასხვა კვლევის ანგარიშს გვთავაზობს. უკანასკნელი მათგანია ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის ინდექსი და მისი კრიტერიუმები,რომლებიც განსხვავებულ მაჩვენებლებსა და საინტერესო ტენდენციებს გვთავაზობს.
ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საუკეთესო ათეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: ჰონგ კონგი, სინგაპური, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებული არაბული საამიროები, კატარი, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ფინეთი და ნორვეგია.
საქართველო ამ კატეგორიაში 22-ე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ქვეყნებს,როგორიცაა კანადა, ესტონეთი, ავსტრალია, ისრაელი. მეზობელი ქვეყნების მდგომარეობა შემდეგია : სომხეთი 39-ე ადგილი, აზერბაიჯანი 57-ე ადგილი, თურქეთი 63-ე, რუსეთი 105-ე ადგილი.
ამ კატეგორიაში დაბალი შედეგები აქვთ იემენს, ბრაზილიას, ნიკარაგუას, მავრიტანიას, არგენტინას, მოლივიას, ზიმბაბვეს, ჩადსა და ვენესუელას.
ჯანმრთელობა და ჰიგიენა – ამ კატეგორიაში საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება, ქვეყნები რომლებიც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში არიან: გერმანია, ლიტვა, ავსტრია, ბელგია, რუსეთი, ყაზახეთი, ჩეხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ბულგარეთი.
საქართველო ამ კატეგორიაში 36-ე ადგილს იკავებს და უსწრებს აზერბაიჯანს (37-ე ადგილი) , სომხეთს 48-ე ადგილი, თურქეთს 64-ე ადგილი. ყველაზე ნაკლები შედეგები აქვთ მოზამბიკს, სიერა ლეონეს, კოტ დიუარს, მალს, ნიგერიას, ზამბიასა და უგანდას.
შრომითი ბაზარისა და ადამიანური რესურსების გაუმჯობესების თვალსაზრისით, საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: ისლანდია, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, სინგაპური, ფინეთი, გერმანია, შვედეთი, ავსტრია და ახალი ზელანდია.
საქართველო ამ კატეგორიაში 51-ე ადგილს იკავებს. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთი – 45-ე ადგილზე, რუსეთი 46-ე დგილზე, თურქეთი 94-ე, ხოლო აზერბაიჯანი – 30-ე ადგილზეა.
136 ქვეყანას შორის ბოლო ადგილებს ამ კატეგორიაში იკავებს სენეგალი, ტანზანია, იემენი, მალი, პაკისტანი, ჩადი და მავრიტანია.
ნათია კეკენაძე