„გასული მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩვენ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენითანამშრომლობა მჭიდრო და სანდოა, “ – აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარგაბრიელის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
ზიგმარ გაბრიელმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობები და განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებულითანამშრომლობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ ჩვენ ერთობლივად წარმატებით მივაღწიეთსაქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, რაც არამარტო საქართველოში რეფორმების შთამბეჭდავადგანხორციელებისა და ქვეყნის პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია, არამედ ასევე მოწმობს იმ ფაქტს, რომ გერმანიის მთავრობასაგარეო და მიგრაციის პოლიტიკის თვალსაზრისით მისთვის რთულ პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში თავისიდაპირებების ერთგული რჩება“.
წერილში აღნიშნულია ასევე ეკონომიკის, განვითარების, განათლების, კულტურის და სამეცნიერო მიმართულებებით მაღალიდონის თანამშრომლობა, რომლის მიზანსაც გერმანიაში საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხითცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
ზიგმარ გაბრიელის განცხადებით ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის დასტურია გერმანია-საქართველოსმეგობრობის წელი, რომელიც 26 აპრილს გერმანიაში საზეიმოდ გაიხსნება და მომდევნო 18 თვის მანძილზე ორივე ქვეყნაშიგერმანული და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
წერილის დასასრულს ზიგმარ გაბრიელი საქართველოს და გერმანიას „სანდო თანამშრომლობის წარმატებულ გაგრძელებას და კიდევუფრო გაღრმავებას უსურვებს.“
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში გერმანიისფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა ოფიციალურად გადასცა.