მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და დაცული ქვეყნების ათეული ცნობილია. კრიტერიუმებად განისაზღვრა ტერორიზმის საფრთხე, დანაშაულის, ძალადობისა და მკვლელობების რიცხვი, პოლიციის სანდოობის ხარისხი.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით 136 ქვეყნიდან ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება: ფინეთი, გაერთიანებული არაბული სახალიფოები, ისლანდია, ომანი, ჰონგ კონგი, სინგაპური, ნორვეგია, შვეიცარია, რუანდა, ყატარი.
საქართველო 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილს იკავებს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და რეიტინგში წინ არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ჩეხეთი, რუმინეთი, ლატვია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნები რეიტინგში შემდეგ ადგილებს იკავებენ : თურქეთი 116-ე, რუსეთი 109-ე, სომხეთი 34-ე ადგილი, ხოლო აზერბაიჯანი 35-ე ადგილი.
გერმანია რეიტინგში 51-ე ადგილზეა, საფრანგეთი 67-ე, დიდი ბრიტანეთი 78-ე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები 84-ე ადგილზე.
136 ქვეყნიდან მოგზაურობისთვის და ტურიზმისთვის ყველაზე საშიში და დაუცველი ქვეყნებია: ფილიპინები, უკრაინა, ჰონდურასი, კენია, ეგვიპტე, ვენესუელა, ნიგერია, პაკისტანი, ელ სალვადორი, იემენი და კოლუმბია.
ნათია კეკენაძე