ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, სრულიად ახალი გვერდი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მივცეთ გაფართოების საშუალება არა მხოლოდ არსებულ მეწარმეებს, არამედ დამწყებ საქმიან ადამიანებს, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით და შექმნან ახალი მიმართულებები საქართველოს ეკონომიკაში.
სახელმწიფო პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გარდაიქმნება ერთ სტრუქტურად, სახელწოდებით – „აწარმოე საქართველოში“ და სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს.
განახლებული სტრუქტურა იქნება უფრო მოქნილი და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის.