ისეთ ნივთებს, როგორებიცაა „საწრუპი“ და ბოთლის სახურავი, ამ ხელოვანების ხელში დიდი პოტენციალი აქვთ.
იმ დროიდან, როდესაც პირველყოფილი მხატვრები გამოქვაბულის კედლებზე არაორგანული პიგმენტებით ხატავდნენ, ადამიანები ხელოვნებას მოკრძალებული მასალით ქმნიან. ეს ხუთი ხელოვანი იყენებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მასალას, რომ შექმნან ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ მომხიბლავ ვიზუალურ განცდას აღგვიძრას, არამედ შეიცავს შორსმიმართულ, ფართო იდეებს.
ტარა დონოვანი
ამერიკელი ხელოვანი ტარა დონოვანი ცნობილია თავისი ფართომასშტაბიანი ქანდაკებებით. მას ფორმების შესაქმნელად გამოყენებული აქვს მაღაზიაში ნაყიდი ისეთი მასალები, როგორებიცაა კბილის საჩიჩქნი, საწრუპი, პლასტმასის ჭიქები… მისმა ნამუშევრებმა უამრავი ჯილდო მიიღო, როგორიცაა Calder Prize ( 2005 წელს ), მაკარტურის ფონდის პრემია ,,გენიოსი” ( 2008 წელს ), ასევე – მისი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში და UCLA Hammer მუზეუმში. თავისი ცნობილი ქანდაკებების ასაშენებლად, დონოვანი ანაწილებს, ათავსებს ერთჯერად მასალას რამდენჯერმე, სანამ მისი ფორმა ხდება ფრაქტალის (ფრაქტალი არის გეომეტრიული ფიგურა, რომლის ფრაგმენტი იმეორებს სიმრავლის ფორმას უფრო მცირე მასშტაბით. ) ან სკის მსგავსი. მაგალითისთვის ავიღოთ მისი 2006 წლის ნამუშევარი „ციცაბო კლდე“ , სკულპტურა მთლიანად გაკეთებულია ღილებით და წებოთი. მარტივი მოქმედებების მეშვეობით, დონოვანი ქმნის ფორმებს, რომლებიც მოგვაგონებს იატაკიდან ამოხეთქილ მარჯნის რიფს ან კრისტალებს.
გიუნტერ უეკერი
გერმანელი ხელოვანი გიუნტერ უეკერი სწავლობს სინათლეს და ოპტიკას, რათა შექმნას აბსტრაქტული ხელოვნების ნამუშევრები, რომლებიც მნახველს აჰიპნოზებს. ყველაფერი, რაც მას თავის სტუდიაში სჭირდება არის ჩაქუჩი და ცოტაოდენი ლურსმანი. ის თავის ნამუშევარში „თეთრი ველი“ (1964) იღებს ასობით ლურსმანს და ქმნის ატმოსფერულ სურათს სავსეს მოძრაობითა და დაძაბულობით. უეკერის მიდგომა ნაწილობრივ ამახვილებს ყურადღებას მის ინტერესზე, ფიქრების, აზრების სისტემაზე, როგორიცაა ბუდიზმი და დაოსიზმი, რომელსაც ის ხედავს, როგორც უბრალოსა და წმინდას. მისმა მედიტაციურმა ნამუშევრებმა დაიმსახურეს ადგილი დიდ კოლექციებში, მათ შორის, ქორთოლდის ხელოვნების ინსტიტუტში (ლონდონში) და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-იორკში).
Guerra de la Paz
კუბაში დაბადებული ხელოვანების დუეტი ალაინ გუერა და ნერალდო დე ლა პაზ – თანამშრომლობენ 1996 წლიდან. მათი ქანდაკება/ მონტაჟი იქმნება შეგროვებული და ფერადი- კოდირებული, გამოყენებული ტანსაცმლისგან. ხელოვანები დაუშვეს ისეთ ადგილებში, როგორიცაა Saatchi Gallery (ლონდონი),Kuruyama Museum of Art ( იაპონია) , Daneyal Mahmood Gallery ( ნიუ-იორკი) და Hyde Park Art Center ( ჩიკაგო).
ფრანჩესკა პასკალი
ფრანჩესკა პასკალი იღებს უამრავ ფერად „საწრუპს“ , ბურთს და რეზინას და ამზადებს მათგან ფერად ნამუშევრებს. სკულპტურა, როგორიცაა „წითელი საწრუპები“ , ფრანჩესკას ჰარმონიაში მოჰყავს უამრავი პლასტმასის ინსტრუმენტი ტალღოვანი ზედაპირის ასაგებად, რომელიც იხმობს ბუნების ფორმებს. მისი „საწრუპის“ სკულპტურები არის სხვადასხვა მუზეუმში. მაგალითად, Ghisla Art Collection (ლოკარნო),Museo Diocesano (ბრეშა) , MAR Museo d’Arte della Città (რავენა). ის იყო Cairo Prize- ის ფინალისტი 2015 წელს და ნაჩვენები იყო მსოფლიოს უამრავ ქალაქში. მათ შორის, ლონდონში, ნიუ – იორკში, ბერლინში, პარიზში და ვენეციაში.
ელ ანაცუი
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ეხება გარემოს, კოლონიალიზმის ისტორიას… დაიბადა განაში. ის იყენებს ლითონის ნარჩენებს ადგილობრივი გადამამუშავებელი სადგურიდან. ბოთლის სახერავებსა და სპილენძის მავთულებს ნამუშევრებში ერთად ქსოვს, მაგალითად City Plot (2010) ,რათა მბზინავი და ფერადი ფორმები შექმნას, რომლებიც კედელზეა ნაკეცებიანი გობლენებივით. ელ ანაცუიმ დიდი მოწონება დაიმსახურა. მან მიიღო ოქროს ლომის ჯილდო (2015 წელს) . მისი სკულპტურები განთავსებულია სხვადასხვა მუზეუმში.
ნინო მაზიაშვილი