• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, აგვისტო 13, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" პროექტის ღირებულებამ 10 მლნ. ლარი შეადგინა

2013/09/10
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
2 0
2
SHARES
25
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” გაიხსნა.

განახლებულ საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლაშა ხუციშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.
მათ განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და პერსონალს გაესაუბრნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის განვითარებას.

“საქართველო არ არის სატრანზიტო ქვეყანა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთზე, საქართველო არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი. სამწუხაროდ, დღეს ეს არის ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პუნქტი იმისთვის, რომ საქართველომ საავტომობილო გადაზიდვებით ეს სერიოზული ფუნქცია შეასრულოს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ტვირთი და მგზავრთა ნაკადი ძალიან დიდია რუსეთის მხრიდან და რუსეთის საბაჟო, ჯერჯერობით, სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რის გამოც რიგებია. ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მხარე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით კი, საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგის” მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საპროექტო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ. ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ამ დროისთვის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ყველა პუნქტი შესაბამის სტანდარტში ჩაჯდება.
გარდა ამისა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, “ყაზბეგი” მოემსახურება რუსეთის მხრიდან გაზრდილ ნაკადს. მისივე განმარტებით, აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, სატვირთო მანქანების სკანირებისა და არასტანდარტული მანქანების გატარების სისტემით, ასევე პუნქტი აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური გასასვლელით. მისივე თქმით, ყველა ის პირობაა, რომელიც საქართველოს რეგიონში გამოარჩევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა თანხვედრაშია ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასვლასა და ქვეყნიდან საექსპორტო საქონლის ზრდასთან.

საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციამდე დღეში მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა 5 ათასს არ აღემატებოდა. ამჟამად ეს რიცხვი 13 ათასამდეა გაზრდილი. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გაკეთდა რეკრეაციული ზონები, მგზავრთა მოსასვენებელი, საკონფერენციო სივრცე, შენობაში მუშაობს “დუტი ფრი” და ა.შ. რეაბილიტაციის ფარგლებში 17 ათას კვ.მეტრზე განახლდა და დაისხა ბეტონის 20 სმ-იანი საფარი. ასევე მიმდინარეობს სატვირთო მანქანების დასათვალიერებელი რამპისა და პარკინგის მშენებლობა.

10.09.13

fb-share-icon
Tweet
Tags: საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" პროექტის ღირებულებამ 10 მლნ. ლარი შეადგინა
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 
ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა
ახალი ამბები

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება
ახალი ამბები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
Next Post

სოზარ სუბარი ირანის ელჩს საქართველოში შეხვდა

”ენსარ ეშ-შერია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა

ანკარაში ალკოჰოლის მიღება დღეიდან კანონით შეიზღუდება

Discussion about this post

ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 
ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
0

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორის ქალაქ...

სრულად
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

2022/08/09
„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

2022/08/09
მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

2022/08/09
„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

2022/08/09

საინტერესო

ორნამენტები, კინტოს ილუსტრაციები, აზიური ელემენტები – შარფები, რომლებსაც “მულინე” გვთავაზობს

ორნამენტები, კინტოს ილუსტრაციები, აზიური ელემენტები – შარფები, რომლებსაც “მულინე” გვთავაზობს

3 თვის ago

“მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს – ჩვენს ხალხს”

7 წელი ago

გელა ხვედელიძეს ბრალს 48 საათში წაუყენებენ

9 წელი ago
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი დღეს ხელმეორედ უყრის კენჭს

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი დღეს ხელმეორედ უყრის კენჭს

3 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა  2022/08/13
  • ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა 2022/08/13
  • რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება 2022/08/10

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In