ტურისტული სააგენტო OK TRAVEL მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნეს ჯგუფის მიერ შეიქმნა. კომპანია 2 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და ამ მოკლე დროში უკვე მოახერხა თავის დამკვიდრება. OK TRAVEL სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ინოვაციური აქციებით, შეთავაზებებითა და განსხავებული ტურებით გამოირჩევა. OK TRAVEL -ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭაშვილი The Tbilisi Times ესაუბრა კომპანიის შექმნისა და ახალი პროექტების შესახებ.
„ჩვენი კომპანია სხვა ტურისტული სააგენტოებისგან ინოვაციური მიდგომით, საინტერესო იდეებითა და განსხვავებული ტურებით გამოირჩევა. ჩვენ ორინტურებულნი ვართ მომსახურების ხარისხზე და ამავდროულად ვინარჩუნებთ მაქსიმალურად დაბალ ფასს ბაზარზე. მართალია,კომპანია სულ რაღაც 2 წელია რაც დაარსდა,თუმცა იმის გამო რომ სააგენტო დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტუროპერატორებით და ზოგადად, მაღალკვალიფიციური კადრებით , ძალიან ბევრი მუდმივი მომხმარებელი შევიძინეთ, რაც ნამდვილად გვეამაყება“.
„შეიძინე ტური & მიიღე ფული“- ეს ტურისტული სააგენტოს ახალი პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს საოცნებო მოგზაურობა მარტივი პროცედურების გავლით.
„ტურისტული სააგენტო OK TRAVEL ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს. ხშირად ჩვენი მოქალაქეები საოცნებო ქვეყნის მონახულებაზე უარს ამბობენ,რადგან მოგზაურობისთვის ფინანსური რესურსი არ ჰყოფნით. ფულის მოძიებას კი სხვადასხვა რთული და არაკომფორტული გზით ცდილობენ. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება შეიძინოს ტური განვადებით, სურვილის შემთხვევაში მიიღოს მოგზაურობისთვის დამატებითი თანხა და მიუთითოს გადახდისთვის სასურველი დრო. ჩვენი კომპანია მოგზაურებისთვის საჭირო ყველა სერვისს ერთ სივრცეში ვთავაზობთ.”
როგორც “OK TRAVEL-ის“ დამფუძნებელმა განაცხადა აღნიშნული პროექტი ინოვაციურია. რადგან მასში თავმოყრლია მრავლი ისეთი კომპონენტი, რომელიც გააადვილებს სწრაფ და სასიამოვნო მოგზაურობას სასურველ ადგილას.
„მსგავსი პროდუქტი არცერთ ტურისტულ სააგენტოს არ აქვს. განვადების პროდუქტთან ერთად მომხმარებელს შეუძლია სამოგზაურო ხარჯებისთვის განკუთვნილი სასურველი თანხა მიიღოს. ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს რამდენიმე ბანკთან ,რომლებიც სესხის დამტკიცების შემთხვევაში გასცემენ მომხმარებლისთვის სასურელი ოდენობის თანხას. გასათვალისწინებელია ისიც,რომ სესხი დაბალ პროცენტში გაიცემა და ნულპროცენტიანი განვადებით შეიძენენ ტურს“.
OK TRAVEL მომხმარებელთა ყველა სეგმენტზეა გათვლილი. მომხმარებელს სასურველ ადგილას მოგზაურობას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს, აქვთ აქციები, VIP მომსახურება; სამოგზაურო ტურების გათამაშება.
„აღნიშნულ პროექტს გარკვეულწილად სოციალური კონტექსტიც აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. მოქალაქეები მოგზაურობაზე იმის გამო ამბობენ უარს,რომ ფინანსური რესურსი არ ჰყოფნით. ტურის შეძენას ახერხებენ,მაგრამ სამოგზაურო ხარჯებისთვის თანხა აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლებისთვის ეს სერვისი შეგვეთავაზებინა.მოგზაურობისთვის აქტიური სეზონი მოდის, ამიტომ გვინდა რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა მისთვის სასურველ და საოცნებო ქვეყანაში იმოგზაუროს“.
მარიამ ლეკიაშვილი