ბაკალავრის დასრულების შემდეგ სტუდენტი დიპლომთან ერთად იღებს ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გააგრძელებს თუ არა სწავლას მაგისტრატურაზე. პროფესიული არჩევანი უკვე მეორედ უნდა გააკეთოს, რაშიც მას ეხმარება სამაგისტრო მიმართულებების საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი სპექტრი. მთავარი აქცენტი ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ კეთდება სწორედ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება სამაგისტრო გამოცდებზე და რამდენად კონკურენტუნარიანია გარემო? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე ესაუბრა. სტატიიდან, შეიტყობთ თქვენთვის საინტერესო დეტალებს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით.
მითხრათ რა ეტაპები უნდა გაიაროს მაგისტრანტობის მსურველმა აპლიკანტებმა, რას უნდა მიაქციონ მათ ყურადღება რეგისტრაციის პროცესში?
– საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.
- მაგისტანტობის კანდიდატებისთვის რეგისტრაცია20 მარტის 12:00 საათზე დაიწყო და 5 აპრილის 18:00 საათზე დასრულდა.
– მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ. - 2017 წლის სამაგისტრო პროგრამებზე საერთო ჯამში 13 000–ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
როგორც ცნობილია, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე აპლიკანტებს სთავაზობთ განსხვავებულ დავალებებს მიმართულების მიხედვით A,B და C ტიპის. შეგიძლიათ, დეტალურად განმიმარტოთ რა ტიპის დავალება რომელ მიმართულებას ეკუთვნის?
საგანმანათლებლო მიმართულება | ტესტის შესაბამისი ტიპი |
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) | A |
ჯანდაცვა | A |
ხელოვნება | A |
ჰუმანიტარული | A |
აგრარული | A |
განათლება | A |
სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) | A |
საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) | B |
მათემატიკა,ინფორმაციული ტექნოლოგიები,ფიზიკა | B |
ბიზნესი და ეკონომიკა | B |
სამართალი | C |
როგორ შეიცვალა პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და იგეგმება თუ არა მიმართულებების რიცხვის ზრდა?
– საგანმანათლებლო მიმართულებების რაოდენობა წელს არ შეცვლილა და ვფიქრობ, არც მომავალი წლისთვის შეიცვლება. მომავალ წელს,სავარაუდოდ, ისევ 11 მიმართულება იქნება შეთავაზებული.
როგორი სახის დაფინანსება არსებობს სამაგისტრო გამოცდაზე და რა გზით ხდება დაფინანსების მოპოვება?
– მაგისტრანტობის მსურველი აბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, შემდეგ კი უნივერსიტეტში უშუალოდ ფაკულტეტზე აბარებს სპეციალობის გამოცდას. ამ ორი გამოცდის კომბინაციის საფუძველზე აპლიკანტი ხდება მაგისტრობის კანდიდატი. ეს არის გრანტის მიღების წინაპირობაც. ამის შემდეგ უნივერსიტეტები გვაწვდიან სიებს ჩაიცხული მაგისტრებისა (დაახლოებით სექტემბრის ბოლოს) შესაძლოა აპლიკანტმა ჩააბაროს ცენტრალიზებული გამოცდა, მაგრამ სპეციალობის გამოცდა ვერ ჩააბაროს. ამის შემდეგ დგება რანჟირებული სია და მაგისტატობის კანდიდატები კვოტების საფუძველზე (რომელსაც ამტკიცებს მთავრობა) იღებენ გრანტს. აღსანიშავია ისიც, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულება სხვადსხვა მოცულობით ფინანსდება. თითოეულ მიმართულებაზე კვოტების რაოდენობა მითითებულია გარანტირებულად მითითებულია და შემდგომ ეს რიცხვი იცვლება (იზრდება ან მცირდება) იმის მიხედვით, რა პრიორიტეტებით იმოქმედებს მთავრობა, რომელ მიმართულებებზე არის მეტი საჭიროება. კვოტების აღნიშნული რაოდენობა არც შარშან და არც წელს არ შეცვლილა.
ნანუკა მაღლაკელიძე