საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტითესტონეთს ეწვევა, – ვიზიტის დეტალებსა და საქართველო-ესტონეთის ორმხრივურთიერთობებზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთამინისტრმა სვენ მიკსერმა დღევანდელ შეხვედრაზე.
ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისპროცესს, რასაც ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს. სვენ მიკსერმა განაცხადა, რომსაქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ესტონეთი, ევროკავშირისსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც განაგრძობს, რომლის ერთ-ერთიპრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისპარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. ამ კონტექსტში,მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ, რომელიცმიმდინარე წელს იგეგმება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციოხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას, რასაც ესტონეთის საგარეოსაქმეთა მინისტრი დღეს ხურვალეთში პირადად გაეცნო. სვენ მიკსერმა საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევიმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ესტონეთის ორმხრივთანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმატებით ვითარდება.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმისშესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება ესტონეთის გამოცდილების გაზიარებასმთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და საგადასახადოადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ვაჭრობის ზრდის პოზიტიური დინამიკა და ხაზიგაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოებისმნიშვნელობას.