“დაცული ტერიტორიები ზოგ შემთხვევაში გაიჯარებული გვაქვს, კერძო სექტორი გვეხმარება მომსახურების გამრავალფეროვნებაში, რადგან სახელმწიფო შესყიდვების კანონი საკმაოდ ბიუროკრატიულია და ბევრის უფლება არ გვაქვს”. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის მენეჯერმა, ნიკო თევდორაშვილმა “მაესტროზე”, გადაცემა “ბიზნესკონტაქტის” ეთერში ისაუბრა.
“გამოფენაზე საქართველოს სტენდი იქნება ინტერაქტიული, დამთვალიერებელს საშუალება ექნება ვირტუალურად იმოგზაურონ ქართულ დაცულ ტერიტორიებზე, ეს არის ვაშლოვანის ნაკრძალი, მარტვილის კანიონი და ბირთვისის, ალგეთის დაცული ტერიტორია. ამ სპეციალური სათვალეებით ისინი სრულად ეზიარებიან იმ სერვისებს, რასაც ეს დაცული ტერიტორიები სთავაზობს. ტურიზმი განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე, საკმაოდ ახალია, აქამდე ბუნებას ძირითადად მომხმარებლურად ვიყენებდით.
წელს 10 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს რეგიონებში, სადაც 8 მილიონზე მეტი ინვესტიცია იგეგმება. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 12-მდე ობიექტი, დაგეგმილია საწურბლიას მღვიმის ინფრასტრუქტურული მოწყობა. საერთაშორისო ვიზიტორების მხრივ, ტოპ ხუთეულში არის გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, მაგრამ არა ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ამ მხრივ არსებობს პოპულარიზაციის გეგმა. დამსვენებლების რაოდენობა დამოკიდებულია სერვისების განვითარებაზე” , – განაცხადა ნიკო თევდორაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე