“პოლონეთის ერთ-ერთ ქსელთან უკვე ხელი ეწერება ხელშეკრულებას, უკვე გაიგზავნა ჩინეთში და ვიწყებთ ექსპორტს. ქართველ მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს ახალი პროდუქტი”. ამის შესახებ “jimsher”-ის დამფუძნებელმა, ჯიმშერ ჩხაიძემ “მაესტროზე”, გადაცემა “ბიზნესკონტაქტის” ეთერში ისაუბრა.
“ეს არის განსხვავებული პროდუქტი, რომელიც შექმნილია ქართული ღვინის კასრების გამოყენებით. ნაწილობრივ ქართული ნედლეულია გამოყენებული. საინტერესოა არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის, ასევე მსოფლიო ვისკის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია. საერთაშორისო გამოფენებზე საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო.მისი ფასი 45-დან 65 ლარამდე მერყეობს.
10 წელზე მეტია ვმუშაობთ ამ პროდუქციის შექმნაზე. მთავარია, რომ გაჩნდა პროდუქტი, რმელიც ქართული ღვინის პროდუქტთან არის კავშირში, აქვს ქართული ხასიათი და ქართული აქცენტი, ამავე დროს უცხოელებისთვისაც საინტერესოა. გამოვუშვით ორი სახეობის ვისკი, ერთი არის საფერავის კასრი და ბრენდის კასრი. გამოდის მესამე სახეობა- წინანდლის კასრი” , – განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძემ.
მანანა ღოღობერიძე