„დემოკრატიული საზოგადოებები არ არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხის გარეშე, ეს ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ ჩახშობილი იქნეს კრიტიკა და არ ისმოდეს განსხვავებული აზრი, არ ვისაუბროთ სასამართლო სისტემის პრობლემებზე“. ამის შესახებ იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა დავით ჯანდიერმა “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“თავისუფლების გამოხატულება იზღუდება სენსიტიურ ინსტიტუტთან დაკავშირებით. კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი არის სწორედ კრიტიკა. იუსტიციის საბჭო არის სახე ამ სასამართლოსი. ვერანაირი ნდობა ვერ ექნება, როდესაც იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობს გირგვლიანის საქმის განაჩენის ავტორი. როდესაც საზოგადოებას სასამართლოს სახელით მურუსიძე ელაპარაკება, არასოდეს იქნება ნდობა ამ სისტემის მიმართ.
ჯობს დაუსაბუთებლად აკრიტიკებდნენ მოსამართლეს და ეს კრიტიკა იყოს მძიმე, ვიდრე ის, რომ საერთოდ არ იყოს ამ სფეროში კრიტიკის შესაძლებლობა. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ უნდა იყოს დაცული მოსამართლეების ღირსება უფრ მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯგუფის. ამავდროულად მათ გამოჰქონდეთ დაუსაბუთებელი განაჩენები და გადაწყვეტილებები. ამის დასტურია “რუსთავი 2″-ის საქმე და ამ საქმის გასვლა საზღვრებს გარეთ” , – განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მანანა ღოღობერიძე