მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მეტრო ,,ვარკეთილის” მიმდებარედ განთავსებული გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანა.
ტერიტორია ,,თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, უნებართვო საქმიანობა შეეწყვიტათ.