„სახიფათო ზონაში შევიდნენ, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მომდევნო შეზღუდვას გვიანონსებენ. საკითხი დაძრეს და ამ საკითხზე იღებენ მწვავე შეფასებას“. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პირდაპირ გააჟღერეს ინიციატივა, რომ გადაიდგას საკანონმდებლო ნაბიჯები იმისთვის, რომ მოსამართლის ავტორიტეტი იყოს დაცული, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენონ. როდესაც მოსამართლის შეურაცხყოფაზეა საუბარი, უნდა გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ფარისევლობა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებზე იყო თავდასხმა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
თითქოს ჩვენ უნდა დავიცვათ მოსამართლეები მაშინ,როდესაც მათი ოჯახების მიმართ იყო პირდაპირი ზეწოლა, არავინ ნაბიჯი არ გადადგა. ხელისუფლების მორჩილი სასამართლო დაკვეთებს ასრულებს უხეშად და უნიჭოდ. შედეგად მივიღეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირდაპირ აეკრძალათ სახელმწიფო მოხელეებს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. სტრასბურგის სასამართლომ მარტივად ამხილა სასამართლოს ხელისუფლება“ , – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მანანა ღოღობერიძე