„მე პირადად და ვლადიმერ პუტინს საერთო მეგობრები გვყავს „ღამის მგლების“ სახით.ყველა სტრუქტურაში შემორჩენილი არიან „ნაციონალური მორაობის“ ე.წ საბოტაჟნიკები და ამიტომ ვთხოვეთ შსს-ს მათი დაცვა“. ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი ყიფიანმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „ დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„შემდგარ და თავმოყვარე სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჩვენნაირ ახალგაზრდებს, რომ იქნებ სახალხო დიპლომატია მაინც შედგეს. იმ დონის დიპლომატი არ მეგულება საქართველოში, რომ ლავროვს დაელაპარაკოს.
ჩვენი ორგანიზაციის რუსეთში ვიზიტისას შედგა მოლაპარაკებები დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, რომ 9 მაისი თბილისში აღგვენიშნა, საორგანიზაციო საკითხები თითქმის ბოლომდე იყო მოგვარებული. თუმცა იმიტომ,რომ საქართველოს მართავს არა ქართველი, არამედ ამერიკის ელჩი, მქონდა მოლოდინი, რომ რაღაც ფაქტორი ხელს შეგვიშლიდა და ჩემი მოლოდინი გამართლდა. გაიმარჯვა ამერიკულმა დემოკრატიამ.
მათ ძალიან უყვართ ქართველები,რაც შეეხება მათი მეთაურის, ზალდასტანოვის განცხადებას, უბრალოდ ის არის საბჭოთა კავშირში დაბადებული და აქვს ნოსტალგია, რომ ისევ იყოს ერთი პასპორტი და უპრობლემოდ დადიოდნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში” , – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
მანანა ღოღობერიძე