აპრილში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა, შაქარსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირების ფონზე.
FAO-ს სასურსათე ფასების ინდექსმა აპრილში 168 პუნქტი შეადგინა, მარტის იმავე მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლები. თუმცა, ინდექსი კვლავ 10%-ით აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს. FAO-ის სასურსათო ფასების ინდექსი არის შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ასახავს ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის საერთაშორისო საბაზრო ფასებს.
შემცირების მთავარი მიზეზია შაქრის ფასის ინდექსის ვარდა – ბრაზილიიდან ჭარბი მიწოდების და იმპორტზე სუსტი გლობალური მოთხოვნის შედეგად, აპრილში ინდექსი 9.1%-ით შემცირდა. FAO-ს მცენარეული ზეთის ინდექსი 3.9%-ით შემცირდა, რაც გამოიწვია პალმის ზეთზე მოთხოვნის შემცირებამ და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში სოიოს კარგი მოსავლისა და ნათესების ზრდის მოლოდინმა.
აპრილში 1.2%-ით შემცირდა FAO-ს მარცველულის ფასების ინდექსი, რაც გამოიწვია ხორბალზე ფასების შემცირებამ, ბრინჯის საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზეც კი.
რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 3.3%-ით დაეცა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფერო პიკურ სეზონში შევიდა და მიწოდების მოკლევადიანი პრობლემა გადაიჭრა.
FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი კი 1.7%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეულია ევროკავშირში ღორის ხორცზე მოთხოვნის და ჩინეთში გაყიდვების გაზრდის შედეგად ღორის ხორცზე ფასების ზრდით.
FAO-მ ასევე განაახლა მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი 2017 წლისთვის. განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით გლობალური წარმოება 0.6%-ით შემცირდება წლიურად, მიუხედავად იმისა, რომ უტილიზაციის დონე დაახლოებით 1%-ით იზრდება.