სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ველიდ მუალიმმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ქიმიუირ იარაღის შესანახი ადგილები გაამჟღავნოს.
მუალიმმა აღნიშნა, რომ დამასკო მზად არის ”ქიმიური იარაღის გავრცელების პრევენციის შეთანხებას” შეუერთდეს და რუსეთის მცდელობა სრულად განახორციელოს.
”ჩვენ მზად ვართ რუსეთის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ მცდელობას, საერთაშორისო სააგენტოს (ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია) წესდების მიხედვით პასუხისმგებლობას პატივი ვცეთ და მასთან ვითანამშრომლოთ”- განაცხადა მულიამმა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ქიმიური იარაღის შესანახი ადგილები გაეროსა და რუსეთის წარმომადგენლებს გაუმჟღავნოს.
12.09.13