ჩინური კორპორაცია “ჟუმორი”, რომელიც მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, საქართველოში ბიზნესის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სურვილი კომპანიის ხელმძღვანელმა ჩინეთში ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე გამოთქვა. ლუ ჰონშანის განცხადებით, „ჟუმორის“ შემოსვლა არა მხოლოდ წაადგება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, არამედ ამით ქართველ მეწარმეებს ექნებათ ერთიანი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესთან დასაკავშირებლად და საქმიანი ურთიერთობების გასავითარებლად.
თავის მხრივ, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მსხვილი ჩინური კომპანიის შემოსვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ადგილობრივი კერძო სექტორისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ საერთაშორისო ბაზრების საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების გატანა, ასევე, ბიზნესპარტნიორების მოძიებას. მისი თქმით, ამით მთელი მსოფლიო ნახავს, თუ რა გვაქვს და რა პროდუქციის გაყიდვაა შესაძლებელი საქართველოდან.
ჩინური კორპორაცია „ჟუმორი“ მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია ელექტრონული კომერცია და ბიზნესის ბიზნესისთვის შეთავაზება. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 126 ქვეყანასთან, მათ შორის, G20-ის ქვეყნებთან.