შპს „ქართული ხილის კომპანია“ სამაცივრე მეურნეობას გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ფლობს. კომპანია ბაზარზე 2013 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე მუშაობს.
შპს „ქართული ხილის კომპანია“ ხილფაფების წარმოებას იწყებს, მანამდე კი ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ ხილფაფების საწარმოებლად სპეციალურ დანადგარები იანვარში შეიძინეს . რაც შეეხება წამორმოებას, 2017 წლის ივნისიდან დაიწყება.
”უახლესი მანქანა–დანადგარი იტალიიდან ჩამოვიდა, ჩვენს თანამშრომლებს უცხოელი ტექნოლოგები დაეხმარებიან, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში დარჩებიან და მათ გადაამზადებენ. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ჩვენი კომპანია ძირითადად ექპორტზე მუშაობს, შესაბამისად ხილფაფებიც ექსპორტზე გავა”,
მათივე ინფორმაციით, პროდუქცია კენკროვანი ხილისგან დამზადდება და უმაღლესი ხარისხის იქნება.
“რაც შეეხება რეალიზაციას, გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, არის სერიოზული დაინტერესება რუსული მხარისგან. თუმცა, ხარისხობრივად ისეთი პროექტის გაკეთება გვინდა, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც მისაღები იქნება. „
საწარმოს მშენებლობაში 5 მილიონი ლარია ჩადებული.
კომპანია ხილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებსს, შემდეგ კი ხილფაფებს დაამზადებს.
მარიამ ლეკიაშვილი