• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, ივლისი 6, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home რჩევები
ნანა ჩაჩუა: “ყველა, ვისაც ასეთი აგრესია აქვს, მან  ბავშვობაში გადაიტანა შეურაცხყოფები”

რა გავლენას ახდენს ბავშვებზე მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი?!

2017/05/27
in რჩევები, საზოგადოება
15 0
13
SHARES
184
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მშობლებს მიუძღვით. პატარა ასაკში ბავშვი მშობლის სიახლოვეს უფრო მეტად ითხოვს. მშობელი, მეტწილად დედა, შვილს სამყაროს უკეთ აღქმასა და მოვლენების გაანალიზებაში ეხმარება. თუმცაღა, დღევანდელ რეალობაში, არც თუ ისე იშვიათად, ბავშვები დედ-მამასთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდიან, რისი მიზეზიც, მეტწილად, მშობლების გადატვირთული სამუშაო გრაფიკია. რა გავლენას ახდენს ბავშვებზე მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი და როგორ შეიძლება დაბალანსდეს შვილებთან ურთიერთობა, აღნიშნულ საკითხებზე, „თბილისი თაიმსს“, ფსიქოლოგი – ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი მუშაობს და შვილთან სათანადო დროის გატარებას ვერ ახერხებს. რას იტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის დეფიციტი საქართველოში რამდენად გახშირებულია და ეს ფაქტორი ბავშვის ჩამოყალიბებაზე გავლენას რამდენად ახდენს?

– XXI-საუკუნის დედა ნებსით თუ უნებლიედ მაინც მცირე დროს ატარებს შვილთან, მაშინაც კი, როცა არ მუშაობს. სერიალებისა და გასართობი შოუების მაყურებელთა დიდ წილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ამას ემატება სოციალურ ქსელში ჩართულობისთვის განკუთვნილი დრო და ა.შ. აღნიშნული, ცხდია, მხოლოდ ქართველ დედას არ ეხება. ეს თანამედროვე მსოფლიოს ქალთა ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

დედა მუშაობს თუ არ მუშაობს, მიუხედავად ამისა, საკმარისი იქნებოდა თუნდაც 20-30 წუთით ბავშვის თამაშში ან სწავლის პროცესში ჩართულობა. ოღონდაც ისე, რომ ბავშვის ინიციატივა იყოს პრიორიტეტული. თუ ამ ინიციატივას ბავშვი ვერ ახერხებს, მაშინ მისი პროვოცირება მშობლის მხრიდან  უნდა მოხერხდეს.

– ბავშვი, რომელისთვისაც ჩვეული ხდება დილით  დედაზე ადრე წამოდგომა საწოლიდან, მარტოდმყოფად, დაუცველად განიცდის თავის თავს.

მშობლებსა და შვილებს შორის ემოციათა გაცვლა ადამიანის ცხოვრებაში უაღრესად პოზიტიურ როლს ასრულებს. ეს პროცესი ერთნაირად აბედნიერებს, როგორც შვილებს, ასევე მშობლებს. ამავდროულად, ბავშვის მიერ საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნებასთან ერთად, თვითშეფასების ამაღლება და  გარემოს კეთილგანწყობილად ხედვა ხდება.

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე დედები შვილებთან საერთო ენის გამონახვას რამდენად ახერხებენ,  ერთმანეთთან გახსნილები თუ არიან? მამების შემთხვევაში როგორ ხდება, ბავშვები მეტწილად დედასთან ურთიერთობის დეფიციტზე რეაგირებენ?

– შვილებთან საერთო ენის გამონახვა მხოლოდ იმ მშობლებს შეუძლიათ, რომლებიც ბავშვის გრძნობების ამოცნობას ახერხებენ  და მასთან ურთიერთობაში დირექტიულები არ არიან.  ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მისი ესმით, მის მდგომარეობას ხედავენ და გრძნობენ თუ რა ახარებს და რა აწუხებს, რა უნდა და რა არ უნდა და მშობლები იმასაც ხვდებიან თუ რატომ. დიახ, ბავშვები ითხოვენ და ელოდებიან მშობლებისაგან გონივრულობასაც და მგრძნობელობის მაღალ დონესაც.

ბავშვის პოზიტიური თუ არაპოზიტიური, მშვიდი თუ ოპოზიციური ქცევა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის ბავშვის მხრიდან პასუხია ანუ  უკუკავშირია.

ბავშვები ერთნაირად რეაგირებენ, როგორც დედის, ასევე მამის დეფიციტზე. თითოეული მშობლის წილი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის თანაბარია. ორივე შემთხვევაში ბავშვმა უნდა მიიღოს უპირობო სიყვარული და ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობისა და ვალდებულების უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბება.

მშობლების ურთიერთობის დეფიციტისგან გამოწვეული პრობლემები მოზარდებში რამდენად იჩენს თავს და დაკავებულმა მშობლებმა შვილებთან ურთიერთობა როგორ უნდა დაასტაბილურონ?

– მშობლის დეფიციტს  ფიზიკური ურთიერთობის ნაკლებობაზე უფრო მეტად სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური  მომენტები ქმნის, უფრო ზუსტად-შეცდომები: გადაჭარბებული მზრუნველობა ან პირიქით უყურადღებობა, ინდიფერენტულობა, უნდობლობა, დირექტიული შენიშვნები, დაყვედრება, სხვისი თანდასწრებით შენიშვნის მიცემა, გაბუტვა, ვინმესთან შედარება და ა.შ.

მშობლები, რომლებიც შფოთვას განიცდიან შვილის ამა თუ იმ მდგომარეობის გამო, გარკვეული ტიპის დაძაბულობის მაპროვიცირებლები ხდებიან. ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სხეულის ენას ანუ არავერბალურ შეტყობინებას კარგად გრძნობენ.

მშობლების მხრიდან ნებისმიერ კონფლიქტში ჩართულობა ბავშვს ყოველთვის აწუხებს. ბავშვი მშვიდ, გაწონასწორებულ, საქმეზე ორიენტირებულ სააღმზრდელო გარემოს საჭიროებს.

ბზარგაჩენილი ურთიერთობის  ე.წ. ჩატეხილი ხიდის აღსადგენად უპირველესად მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ კონფრონტაციის გაღრმავება შედეგს არ მოიტანს, პირიქით, კონფლიქტს ,,საზრდო“ მიეცემა. მშობელმა არ უნდ წამოიწყოს საუბარი მომხდარზე, ვიდრე მღელვარება, დაძაბულობა არ ჩაცხრება. საუბარს არ უნდა ჰქონდეს შეფასებითი ხასიათი, მხოლოდ დამდგარი შედეგის კორექციის შესაძლებლობებისა და გამოსავალი გზების ძიების მიზანი უნდა წარმოჩნდეს. საკითხის განხილვა ცალმხრივი არ უნდა იყოს, მშობლისა და ბავშვის მოსაზრებები ერთნაირად ანგარიშგასაწევად უნდა იყოს მიღებული.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3Share1

მსგავსი სტატიები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს
ახალი ამბები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს

2022/07/02
უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ქართული ოცნების დამსახურებაა – ყაველაშვილი აქციაზე 
ახალი ამბები

უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ქართული ოცნების დამსახურებაა – ყაველაშვილი აქციაზე 

2022/06/21
20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება 
ახალი ამბები

20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება 

2022/06/16
Next Post

ჟილბერ ლე ბრიმი - „საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტმნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის“

აფხაზებმა ჩვენთან დიალოგისას ურთიერთობის შესაძლო ჩიხი არ უნდა დაინახონ – გიორგი მიქანაძე

აფხაზებმა ჩვენთან დიალოგისას ურთიერთობის შესაძლო ჩიხი არ უნდა დაინახონ - გიორგი მიქანაძე

“2900-მდე აბიტურიენტი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში” – მაია მიმინოშვილი

ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა განათლების სისტემის პრობლემების ანარეკლია

Discussion about this post

ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში
ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში

2022/07/06
0

რა არის კვებითი აშლილობა, რა იწვევს მას და როგორ გამოიხატება ადამიანებში - შეიძლება ითქვას, ეს საკითხი მიმდინარე საუკუნის ერთერთი მთავარი...

სრულად
ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

2022/07/06
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

2022/07/06
საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

2022/07/06
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04

საინტერესო

ჩრდილოეთ ავღანეთში აფეთქებამ 10 ადამიანი იმსხვერპლა

9 წელი ago
დაიწყეთ ბიჭებიდან

დაიწყეთ ბიჭებიდან

8 წელი ago
ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის გაყოფილი აღდგომის ტაძარი იერუსალიმში

ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის გაყოფილი აღდგომის ტაძარი იერუსალიმში

3 წელი ago
ავსტრიის კანცლერი გადადგა

ავსტრიის კანცლერი გადადგა

6 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში 2022/07/06
  • ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის  2022/07/06
  • უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი 2022/07/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In