ქობულეთში ხასანას სასტუროს მეპატრონემ თავი მოიკლა. ადგილობრივების თქმით, ცხედარი დამწვარი სასტუმროს შენობაში ნახეს.
შსს ფაქტს ადასტურებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
2015 წელს სასტუმროში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მეპატრონე დააკავეს.