პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში გზებზე შეზღუდვები წესდება, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით,
თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროს სადგურ „სამგორამდე“,
ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:
30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;
31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.