“თუ გზა გაივლის სარკინიგზო ლიანდაგთან ახლოს, ან თუ ეს იყო გადასასვლელი საქონლისთვის და გლეხები გამოიყენებდნენ, ასევე შეძლებენ ამ გზით სარგებლობას, გზა იქნება ასფალტირებული”. ავტობანის მშენებლობისას სოფლებში შექმნილ პრობლემებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “რეალური სივრცის” ეთერში ისაუბრა.
“ჯერ მშენებლობა არ არის დასრულებული, ამიტომ ჯერჯერიბით სირთულეები არის. უახლოეს დღეებში ძირითადი სატრანსპორტო კვანძები დასრულებული იქნება, სოფელ აგარებში, სადაც ლიანდაგთან გადასასვლელი გზაა, პრობლემა არ შეიქმნება.
ყველა პროექტს ახლავს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და მათი გათვალისწინება უშუალოდ მშენებლობის პროცესში მოხდება. მოსახლეობასთან კომუნიკაცია პროექტის დაწყებამდეც იყო და ახლაც გრძელდება. სოფელს სახნავ-სათეს მიწებთან მისვლის შეზღუდვაც შეექმნა და ეს პრობლემაც უახლოეს დღეებში მოიხსნება.
სოფლის გზა არის გაყვანილი გორი-ხაშურის ავტომაგისტრალის ზემოდან. ამ გზით სოფლის ორი უბნის დაკავშირებაც მოხდება. ჩვენ გვაქვს დადებული შესაბამისი ჰიდროლოგიური დასკვნები წყალდიდობასთან დაკავშირებით” , – განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.
მანანა ღოღობერიძე