”მსოფლიოში წარმოებული პროდუქტების ერთი მესამედი ფუჭდება”. ამის თაობაზე საუბარია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიის (FAO) მიერ გამოქვეყნებულ ყოველწიურ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, წარმოებული სურსათის ერთი მესამედის გაფუჭება წელიწადში 750 მილიარდი დოლარის ზარალს იწვევს.
ზიანს განვითარებად ქვეყნებში მოსავლის აღების დროს ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, განვითარებულ ქვეყნებში კი გაუცნობიერებელი სამომხარებლო შეცდომები იწვევს.
სურსათის ნაგავში გადაყრა არა მხოლოდ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, არამედ ნახშირბადის აირის გამოყოფით გარემოს ზიანს აყენებს.
საკვების გაფუჭებით ასევე ფუჭად გადაღვრილი ხდება მის წარმოებაზე დახარჯული წყალიც. ასევე მიწის სასოფლო სავარგულებად გადაქცევის გამო ბიო მრავალფეროვნებაც მცირდება.
ანგარიშის მიხედვით, აზიის ქვეყნებში ყველაზე მეტად ფუჭდება მარცვლეული, ლათინურ ამერიკასა და განვითარებად ქვეყნებში კი ხორცი.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ სურსათის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მომხმარებლებისათვის სათანადო ინფორმაციების მიწოდება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 868 მილიონი ადამიანი ქრონიკულ შიმშილს განიცდის.
13.09.13