საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა.
კერძოდ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან გენერალ მაკმასტერთან.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის პროცესში. გენერალ მაკმასტერის მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილსევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
თეთრ სახლში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისმრჩევლის მოადგილესთან რიკ ვედელთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღისწესრიგში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისსაკითხები.