ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორი რამდენიმე საათში დაადგინეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაარკვიეს, რომ ზარის განმხორციელებელი სამტრედიაში მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული გიორგი შ-ა.
მოზარდი სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.
ამასთან, გუშინ ტელეკომპანია “იმედში” ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ორივე ავტორი ასევე არასრულწლოვანია. ტელეკომპანია “იმედში” ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ორივე ზარის ავტორის ვინაობა პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა.
13.09.13