შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს, ვაკის პარკში, 13:00-17:00სთ, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება. ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია 14 ივნისიდან იწყება და 24 ივნისამდე გაგრძელდება. ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. სპეციალურად ფესტივალისთვის კომპანიებმა 700 – ზე მეტი ღია პოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის, სტაჟირების მიმართულებითაც.
ფესტივალი მიზნად ისახავს დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას.